საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

10:54 22/01/2021

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 022 -ს შეადგენს.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსი 1 137 პირს დაუდასტურდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.