საქართველოს პრეზიდენტი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

A+ A-

09:30 22/01/2021

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში უმასპინძლებს.

სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.

ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად ნატო-ს სათავო ოფისში დაშვება არ ექნებათ.

ღონისძიების პირდაპირი ეთერი კი ნატო-ს ვებგვერდზე, სტრიმინგის ფორმატით გავრცელდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ