"მამა-მარჩენალმა" თუ არ დაიბარა ჩემი დაჭერა, დამნაშავის სკამზე ვერ მიხილავთ - ნინო ბურჯანაძის მეუღლე პროკურატურამ გამოკითხა
"მამა-მარჩენალმა" თუ არ დაიბარა ჩემი დაჭერა, დამნაშავის სკამზე ვერ მიხილავთ - ნინო ბურჯანაძის მეუღლე პროკურატურამ გამოკითხა

A+ A-

17:21 21/01/2021

დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთაინი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დაკითხა.

„თუ „მამა და მარჩენალმა“ არ ბრძანა, რომ ყველა გზით უნდა ეცადნონ ჩემს დაჭერას, ისე დამნაშავის სავარძელზე ვერ მნახავთ“, - განაცხადა, დაკითხვის შემდეგ, ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ გამოკითხეს, რადგან მას მართლაც ქონდა შეხება საზღვრის დადგენის საკითხთან.

„ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს გამოკითხვაზე მოსვლა, არა მგონია დამნაშავის სკამზე მიხილოთ, თუ, რა თქმა უნდა, „მამა მარჩენალმა“ არ დაიბარა. ჩემი დაჭერა. მე ვესწრებოდი ერთ ერთ სხდომას, სადაც განიხილებოდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის საკითხი. აზერბაიჯანი-საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იყო. რაღა თქმა უნდა, მე არ ვიყავი კომისიის წევრი, მაგრამ იმ პერიოდში ვიყავი სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სწორედ ეს გახდა გამოკითხვის მიზეზი. მარტში, როცა დავინიშნე ამ თანამდებობაზე, იმის შემდეგ, საზღვარზე არაფერი ცვლილება არ მომხდარა 2008 წლის ნოემბრამდე, როცა აღარ ვმუშაობდი. შემდეგში არ ვიცი, რა მოხდა, როცა მე აღარ ვიყავი თანამდებობაზე“, - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ დღეს ორი ბრალდებულის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ, ფარული ჩანაწერები გამოქვეყნა.