დიდი რიცხვი: 204 მილიონი - ბაიდენის ერა დაიწყო - "ველსის" მსოფლიო ამბები

ოთხშაბათი, 2021 წლის 20 იანვარი
- აშშ-ს ბაზრებმა ყველა დროის მაქსიმუმებს მიაღწია
- გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
- ბაიდენის ერა დაიწყო
- დიდი რიცხვი: 204 მილიონი
ბაიდენის ფიცის დადებას S&P 500-მა და Nasdaq-მა ბაზარზე რეკორდული მაჩვენლებით უპასუხეს. ტექნოლოგიური აქციები ამ მარათონს სათავეში უდგანან. მათ შორისაა გამოსარჩევი Netflix-ის (NFLX) პროგრამა, რომელიც ფასიანი გამომწერების მატების რაოდენობით მოსალოდნელ რიცხვს 17%-ით გადაუსწრო. Amazon-ისა და Alphabet-ის (GOOGL) აქციები ასევე გაიზარდა, ვინაიდან 2020 წლის მეგა-კაპიტალის ბაზრის ლიდერებს პოზიციები არ დაუთმიათ.
აშშ-ის სახაზინო შემოსავალი მცირე იყო, რადგან ინვესტორები ბაიდენის მიერ მთელ რიგ აღმასრულებელი ბრძანებებზე ხელის მოწერას ელოდებოდნენ. ისინი მოიცავენ: ჯანმრთელობის კრიზისს, იმიგრაციას, კლიმატურ ცვლილებებსა და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი ადმინისტრაციის პირველ 100 დღეში მოსალოდნელი განკარგულებების, პოლიტიკური ცვლილებებისა და შეთავაზებების მხოლოდ პირველი ტალღაა, რომელსაც დიდძალი თანხა მოხმარდება. ამასვე წინასწარმეტყველებდნენ ინვესტორები ნოემბრის პირველი კვირიდან მანამდე, როდესაც არჩევნების შედეგები გაირკვეოდა.
ბაიდენის ოფიციალურად არჩევიდან დღემდე, S&P 500-მა +14%-ით ივაჭრა. არჩევნებისა და ინაუგურაციის დღეს შორის არსებულ პერიოდში ეს ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ყველა ამერიკელი პრეზიდენტის ისტორიის მოყვარულთათვის, მეორე ადგილს ჰერბერტ ჰუვერის დროინდელი 13.3% -იანი ზრდა იკავებს, რომელიც 1928 წლის 6 ნოემბრიდან 1929 წლის 4 მარტამდე დაფიქსირდა.
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
- გერმანიამ ლოქდაუნის 14 თებერვლამდე გაგრძელების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, შემოიღო რა კიდევ ორი ახალი წესი. სავალდებულო ხდება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის ფილტრის ან სახის FFP2 ნიღბების ტარება, დასაქმებულებს კი სახლიდან მუშაობის საშუალება მარტის შუა რიცხვებამდე ეძლევათ. ქვეყანა ჯერ კიდევ შორ გზას გადის მიზნამდე, - დღეში 300 000 ადამიანის ვაქცინაციამდე. ორშაბათს ადმინისტრაციულად დაახლოებით 72,000 დოზა აღირიცხა.
- General Motors-ს (GM) მთლიანად ელექტრონული, თვითმართვადი მანქანის პროექტის, ,,Cruise’’-ის, ფარგლებში Microsoft-ის ორგანიზაცია ინტერნეტ-სერვისებს მიაწვდის. გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეკრულების მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი ინვესტორთა ჯგუფს დაახლოებით $2-მილიარდიანი ფსონით შეუერთდება. შედეგად, ,,Cruise’’-ის პოსტ-ინვესტიციური ღირებულება $30 მილიარდს მიაღწევს. ად მიწოდების სფეროში Microsoft-ის შესაძლებლობებს შეისწავლის.
- Disney-ის წინასაბაზრო აქციები აღმავლობას განიცდის მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2020 წლის ფინანსურ პერიოდში კომპენსაციის თანხის შეკვეცის შესახებ გამოაცხადა, 2021 წლისთვის კი კიდევ უფრო მასშტაბურ ცვლილებებს ამზადებს. პანდემიამ კომპანიის კუთვნილი პარკები და კინოთეატრული წარმოება ძლიერ დააზარალა, რის გამოც მან პრემიების გაცემაზე უარი თქვა და პირველადი ხელფასები დროებით შეამცირა. გასული წლის მონაცემებით, აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ბობ იგერმა $21 მილიონი, გენერალურმა დირექტორმა ბობ ჩაპეკმა კი $14.2 მილიონი გამოიმუშავა.
- დიდხნიანი გაუჩინარებისა და რიგი სპეკულაციების შემდეგ, Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ოქტომბრის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მას პირდაპირი ეთერი ჩინელ პედაგოგებთან ჰქონდა. გასულ წელს მამ საჯარო გამოსვლის დროს ჩინეთში არსებული რეგულაციები გააკრიტიკა, რამაც ადგილობრივი ხელისუფლების გაღიზიანება და მისი შვილობილი ორგანიზაციის, Ant Group IPO-ის დაბლოკვა მოჰყვა.
- Rivian-მა $2.65-მილიარდიანი დაფინანსების რაუნდს წერტილი დაუსვა. TechCrunch-ის წყაროების თანახმად, Amazon-ისა და Ford-ის პარტნიორი ელექტრომობილების მწარმოებელი $27,6 მილიარდ არის შეფასებული. 2019 წლის დასაწყისიდან მან $8 მილიარდი გამოიმუშავა. წელს იგი სატვირთო ავტომობილის, ჯიპებისა და Amazon-ის კომერციული ტიპის გამოშვებას გეგმავს.
- გასული წლის მესამე კვარტალში აშშ-ის შიდა საჰაერო მიმოსვლის სექტორში 1995 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასები აღირიცხა. საშუალო საფასური $245-მდე დაეცა, რაც 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 30%-ით ნაკლებია, 2020 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს ($262) კი 7%-ით ჩამორჩება. სულ გადაყვანილი იყო 27 მილიონი მგზავრი, 86 მილიონით ნაკლები, ვირე გასული წლის იმავე მონაკვეთში.
ბოლო 36 დღის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსისგან 100,000 ადამიანი დაკარგა, ერთიანი სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 400,000-მდე ავიდა. ამჟამად ქვეყანაში 123 820 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. ვაქცინა სულ უფრო ფართოდ ვრცელდება, მარაგები კი სიმწირეს განიცდის. გასულ თვეში ეკონომიკამ 140,000 სამუშაო ადგილი დაკარგა, უმუშევრობის დონე კი (6,7%) აჩვენებს, რომ ამ პრობლემის სიმწვავე არც ისე შეესაბამება სიმართლეს.
რეაქციები ბირჟაზე
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პირველი პირის ინაუგურაცია, როგორც ასეთი, არც ისე ხშირი მოვლენაა, შესაძლებელია მასზე საფონდო ბირჟების რეაგირების ისტორიაზე დაკვირვება. Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული ,,Refinitiv’’-ის მონაცემების თანახმად, ბოლო 10-დან 8 საპრეზიდენტო ვადის შემთხვევაში, პირველი 100 დღის მანძილზე S&P 500-ის ინდექსი იმატებდა. გამონაკლისი იყო ჯორჯ ბუშის პირველი და მეორე ვადები, შესაბამისად, 2001 და 2005 წლებში. სემ სტოვალმა, CFRA-ს მთავარმა ინვესტიციურმა სტრატეგმა, CNBC-ს განუცხადა, რომ 1952 წლიდან დემოკრატების ადმინისტრაციის პირველი 100 დღის განმავლობაში S&P 500-ის საშუალო მოგება 3.5%-ს შეადგენს (რესპუბლიკელთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0,5%-ია).
Stock Trader-ის ალმანახის რედაქტორის, ჯეფრი ჰირშის თანახმად, 1950 წლიდან არჩევნების მომდევნო იანვრის თვეები DJIA-ისა და S&P 500-ის პერფომანსებისთვის ,,მოკრძალებული” იყო, თუმცა ისინი პოზიტიურ საშუალო მაჩვენებელს, შესაბამისად, 0,6% და 0,8%-ს, აფიქსირებენ. Nasdaq-ი, რომელიც 1971 წელს გამოვიდა ასპარეზზე, ამ პერიოდში 2.3%-იან ნამატს აღწევს.
სტიმული და აღმასრულებელი განკარგულების პირველი დღე
იკვეთება ნიშნები იმისა, თუ რით დაიწყება ბაიდენის ეპოქა. დელავერის სენატორი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი $1.9-ტრილიონიანი დახმარების პაკეტზე საუბრობს, სახაზინო მდივნის პოსტზე მისმა კანდიდატმა ჯანეტ იელინმა სამშაბათს გამართულ მოსმენაზე დიდი ხარჯების პოლიტიკას დაუჭირა მხარი. თუ მისი გეგმა მარტის თვეში ამოქმედდება, Moody's Analytics-ი პროგნოზირებს, რომ ეკონომიკა 2022 წელს, კიდევ ერთ შესაძლო ფინანსურ ინექციამდე ერთი წლით ადრე, სრული დასაქმების მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
204 მილიონი
ამდენი ფასიანი გამომწერი ჰყავდა Netflix-ს მეოთხე კვარტლის ბოლოს. უკანასკნელ კვარტალში მის მომხმარებელთა რიგებს კიდევ 8,5 მილიონი ადამიანი შეემატა, რითაც როგორც შიდა, ისე ანალიტიკოსთა მოლოდინებს გადააჭარბა. მთლიანობაში, 2020 წელს სტრიმინგ-პლატფორმას რეკორდული, 37-მილიონიანი ნამატი ჰქონდა, რომლის უმეტესი წილი კანადასა და ამერიკაზე მოდის. 2019 წლის ფასიანი რეგისტრაციის რიცხვთან (28 მლნ) შედარებით ეს უზარმაზარი, 31%-იანი ნამატია. 2021 წლის საწყის კვარტალში, კომპანია 6 მლნ-ის შემომატებას ელოდება.
თქვენი "ველსი"