საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში - გოჩა ლორთქიფანიძე
საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში - გოჩა ლორთქიფანიძე

A+ A-

15:34 21/01/2021

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა. 

„დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება სასამართლოს დიდმა პალატამ, მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას ეკისრება პასუხიმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია