მზად ვართ, "ქართულ ოცნებას" საჯაროდ შევხვდეთ - ალეკო ელისაშვილი
მზად ვართ, "ქართულ ოცნებას" საჯაროდ შევხვდეთ - ალეკო ელისაშვილი

A+ A-

13:39 21/01/2021

პარტია "მოქალაქეებმა" გამოთქვა მზაობა, რომ  „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ შეხვდნენ და კრიზისის განსამუხტად დაილაპარაკონ.  ამის შესახებ Facebook-ზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.

მისივე თქმით, მან დაასრულა ოპოზიციასთან კინკლაობა.

„ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, - წერს ელისაშვილი.