აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

A+ A-

21:05 20/01/2021

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ახალ პრეზიდენტს ფიცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა დაადებინა.

„დემოკრატი“ ბაიდენის  ინაუგურაციას, რომელიც უპრეცენდენტოდ გამაგრებულ ვაშინგტონში, ამ წუთებშიც მიმდინარეობს, არ დაესწრო 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მაგრამ დაესწრო შტატების 3 ყოფილი პირველი პირი, მათ შორის, 1 რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი.

„დემოკრატი“ ბარაკ ობამა და  ბილ კლინტონი, ასევე  „რესპუბლიკელი“ ჯორჯ ბუში უმცროსი ინაუგურაციას მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ. ტრამპის ადმინისტრაციიდან ინაუგურაციას მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ესწრებოდა.

ბაიდენამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარასმა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი აზიელი და ფერადკანიანი ვიცე-პრეზიდენტია.

ფიცის დადების ცერემონიამდე, შეერთებული შტატების ჰიმნი შეასრულა მომღერალმა ლედი გაგამ. ცერემონიაზე იმღერა მეგავარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმაც.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ თეთრი სახლი დატოვა 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ვაშინგტონიდან პირდაპირ ფლორიდაში, საკუთარ გოლფკლუბში გაემართა.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, „დემოკრატი“ ჯო  ბაიდენის ინაუგურაციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 26 ათსი ჯარისკაცია მობილიზებული.