General Motors-ის აქციების ფასმა მოიმატა, რაც Microsoft-მა განაცხადა, რომ $2 მილიარდს ჩადებს ახალ - "Chevy Cruze"-ში - "ველსის" მსოფლიო ამბები
General Motors-ის აქციების ფასმა მოიმატა, რაც Microsoft-მა განაცხადა, რომ $2 მილიარდს ჩადებს ახალ - "Chevy Cruze"-ში - "ველსის" მსოფლიო ამბები

A+ A-

17:31 20/01/2021

სამშაბათი, 2021 წლის 19 იანვარი

  1. კვირა საინტერესოდ დაიწყო
  2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
  3. “ფინტექ” კომპანიები ყურადღების ცენტრში
  4. დიდი რიცხვი: $9 მილიარდი

 

აშშ-ის კაპიტალის ბაზრებმა დღესასწაულისგან შემცირებულ მიღწევებით ყველა ძირითად ინდექსზე დიდძალი მოგებით იხეირეს, სათავეში კი მათ მსხვილი ტექნოლოგიური აქციები ჩაუდგნენ. აშშ-ს ხაზინის 10-წლიანი შემოსავალი ოდნავ შემცირდა, ვინაიდან რისკებით ვაჭრობა კვლავ ძალას იკრებს. ბოლოდრონდელი ლიდერები, ფინანსური და ენერგეტიკული აქციები, სამშაბათს გაიყიდა, ასპარეზზე კი ზრდის აქციები გამოვიდნენ.

General Motors-ის (GM) აქციებმა იმატა მას შემდეგ, რაც Microsoft-მა განაცხადა, რომ ის $2 მილიარდს ჩადებს ,,Chevy Cruze’’-ში, რომელზეც დეტროიტის საავტომობილო კომპანია მუშაობს. Netflix-მა (NFLX) არასამუშაო საათებში ვაჭრობისას აქციების 10% დაიბევა, ვინაიდან გამომწერების მოსალოდნელზე მეტ რაოდენობას მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრები რეკორდულ ნიშნულებზეა და გრძელვადიანი ობლიგაციების განაკვეთებიც იზრდება, ეს მაინც არ უშლის ხელს აქციის ფასების რეკორდულ ზრდას. ბაზრები ბოლო პერიოდში შედარებით შემცირდა მას შემდეგ, რაც განაკვეთებმა აიწია, თუმცა არაერთი ფაქტორი ჯერ კიდევ საფონდო ბაზრის ზრდაზე მიუთითებს.

იწყება ახალი ბიზნეს-ციკლი და ,,ხარის ბაზარი’’. ,,V’’ ფორმის ეკონომიკური აღორძინების პროექტში სამთავრობო სახსრების ჩადება საფონდო ბირჟების მოგებათა გაზრდას ითვალისწინებს. მთავრობის ისტორიული ხარჯების გამო კაპიტალის ბაზრის ლიკვიდურობა მატულობს, რაც მძაფრ ინფლაციას, ჯერჯერობით, არ იწვევს.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდება, - იუწყება პრეზიდენტის პრეს-მდივანი ,,ტვიტერზე’’. განცხადება რამდენიმე საათში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულება 26 იანვრიდან ევროპასა და ბრაზილიაში ფრენების აკრძალვის გაუქმების შესახებ.
  • ამერიკის ბანკის ცნობით, მოგება 28%-ით შემცირდა და $5,47 მილიარდს გაუტოლდა, რაც აქციათა თითოეულ წილზე $0,59-ით იანგარიშება. შედარებისთვის, ანალიტიკოსები $0,55-მდე ვარდნას ვარაუდობდნენ. შემოსავალი 10%-ით შემცირდა და $20.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ასევე აღემატება მოლოდინით გათვალისწინებულ ციფრებს. როგორც ბანკი აცხადებს, რეზერვების სახით $828 მილიონია გამოშვებული, რომლითაც გასული წლის ბოლო კვარტალში განცდილი საკრედიტო ზარალი $53 მილიონით დაიფარა. ბანკმა უკვე დააანონსა პირველ კვარტალში $2.9 მილიარდიანი აქციების გამოსყიდვის ოპერაცია, რომელსაც თანამშრომელთა $300 მილიონიანი ანაზღაურების პაკეტი დაემატება.
  • შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) ცნობით, აშშ-ში საგადასახადო სეზონი ჩვეულებრივზე გვიან, 12 თებერვალს დაიწყება, რათა დამატებითი პროგრამირება და ტესტირებები უზრუნველყოფილი იყოს. სააგენტომ გადამხდელებს მოუწოდა, რომ კომპენსაციის დაჩქარების მიზნით პირდაპირი დეპოზიტი ელექტრონული ფორმით შეიტანონ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.. გასული წელს გადასახადის საშუალო კომპენსირებამ 2500 დოლარზე მეტი შეადგინა.
  • ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნის მშპ3%-ით გაიზარდა. ამგვარად, იგი ერთადერთი გამოდგა დიდ ეკონომიკებს შორის, რომელმაც გასულ წელს იხეირა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დაბალი წლიური ზრდის მაჩვენებელია 1976 წლის შემდეგ, როცა ქვეყანა ,,კულტურული რევოლუციაში’’ იყო გახვეული. მეოთხე კვარტლის მშპ 6.5%-ით გაიზარდა, რითაც მან ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადააჭარბა.
  • გერმანული ,,Birkenstock’’-ი კერძო კაპიტალის ფირმის, ,,CVC Capital Partners’’-ის შემადგენლობაში შესვლის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. Bloomberg-ის მიხედვით, ის 4 მილიარდ ევროდ ფასდება ($4.8 მილიარდი), რომელშიც დავალიანებებიც შედის. 250-წლიანი ბრენდის პოპულარობამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოიმატა, განსაკუთრებით ნიუ-იორკში განლაგებულ, ჰიპსტერულ ,,L Train’’-ში, რომელიც ბრუკლინსა და მანჰეტენს აკავშირებს.
  • Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირი ევროს საერთაშორისო როლის განმტკიცების გეგმას წარმოადგენს. ბლოკი ცდილობს ამერიკული დოლარის მოწინავე პოზიციებს შეუტიოს და თავი აირიდოს ფინანსური რისკებისგან, მათ შორის, აშშ-ს სანქციებისგან. ECB-ის ცნობით, გეგმა ,,მწვანე ფინანსების’’ მსგავსი მზარდი ბაზრების ჩართვას მოიაზრებს. 2019 წელს გლობალურად გამოშვებულიო ,,მწვანე ობლიგაციების’’ თითქმის ნახევარი ევროში დენომინირდა.

გასულ კვირას ჯეიმი დიმონმა, აშშ-ს უდიდესი ბანკის (იგულისხმება აქტივები) აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ მისი კომპანია შიშით უნდა თრთოდეს მის ტერიტორიაზე შემოსული ტექნოლოგიური ფირმებისა და სტარტაპერების წინაშე, რომლებიც ტრადიციული საბანკო სისტემისგან დისტანცირდებიან. დიმონის კომენტარი ფინანსურ-ტექნოლოგიური ინვესტიციებში არსებულ სურათს ეყრდნობა. მეტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ ფაქტებს:

  • Bloomberg-ის თანახმად, ,,Lemonade’’ (LMND) 2020 წელს საუკეთესო პერფომანსის მქონე ამერიკულ IPO-დ დასახელდა ($300 მილიონზე მეტი). ივლისში საჯარო გამოსვლის შემდეგ იგი 350%-ით გაიზარდა.
  • Bitcoin-მა ახალი სიმაღლეები დაიპყრო, კრიპტოვალუტის უდიდეს პლატფორმა Coinbase-ს კი IPO-სთვის განცხადება შეაქვს. მსგავსი გეგმები აქვთ Robinhood-სა და Klarna-ს.
  • სოციალური ფინანსების სექტორი (SoFi) საჯაროდ გასვლას მილიარდერი ვენჩურ-კაპიტალისტის, ჩამათ პალიაპიტიას უახლესი SPAC-ის (სპეციალური შემსყიდველი კომპანია) მეშვეობით გეგმავს. მისი ღირებულება $8,65 მილიარდ ფასდება.
  • ამ თვის ფარგლებში Blend-მა და Rapyd-მა მათი ღირებულებები საფინანსო რაუნდში გააორმაგეს. იუტაში დაფუძნებული MX–ის შეფასება გაოთხმაგდა და $1,9 მილიარდს გაუტოლდა.
  • Plaid-ისა და Visa-ს შეთანხმება ორგანიზაციული შერწყმის შესახებ არ შედგა. როგორც ჩანს, ეს ანტიმონოპოლურ საფუძველზე კანონმდებელთა ჩარევამ გამოიწვია. ვრცელდება ასევე ცნობები, რომ Plaid-მა მოგვიანებით თავი უფრო ძვირად დაიფასა. ორგანიზაციაში Bloomberg-ს მხოლოდ ის განუცხადეს, რომ წლის ბოლოსთვის ლონდონისა და ამსტერდამის ოფისებში სამუშაო ძალის 80-მდე გაორმაგება იგეგმება.

მასშტაბური თვალსაზრისით, ცხადია, რომ პანდემიამ ფინანსურ სფეროში ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას ხელი შეუწყო; ასევე, გაზარდა  სამომხმარებლო და საწარმოო პროგრამებზე ინვესტორთა ფსონები. PitchBook-ის მონაცემებით, 2021 წელს, ამ დროისთვის, გლობალურმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა სტარტაპერებმა უკვე 100 მილიონი დოლარის ღირებულების 10-მდე გარიგება დადეს. მხოლოდ გასულ კვირას მსგავსი სტარტაპების გაცხადებულმა დაფინანსებამ $1.7 მილიარდს გადააჭარბა. 2020 წელს VC-ს მიერ მხარდაჭერილმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა კომპანიებმა $41,7 მილიარდი გამოიმუშავეს, რითაც გასულ დეკადაში წლიური მოგების მიხედვით მეორე ადგილს იკავებენ. 80-მდე გარიგების ჯამურმა ღირებულებამ რეკორდულ $29,1 მილიარდს მიაღწია. სათავეში მათ Intuit-ის მიერ Credit Karma-ს $8,1-მილიარდიანი შენაძენი უდგას.

ეს ის პერიოდია, როცა ახალი იდეების ,,აფეთქების’’ მომსწრენი ვხდებით. მაგალითად, ახლა ბავშვებს შეუძლიათ, შეისწავლონ და აარჩიონ აქციები. თქვენ ახლა უფრო ხშირად გაიგონებთ ,,დეცენტრალიზებული ფინანსების’’, ანუ DeFi-ს შესახებ, რომელიც აღმასვლას განიცდის. 2021 წელს მის საეტაპო წლადაც მიიჩნევენ. მათგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია ,,Uniswap’’-ი, პოპულარული დეცენტრალიზებული კრიპტობირჟა, რომელიც წამყვანი ტოკენის ავტორია.

$9 მილიარდი

ამდენად არის შეფასებული ,,Keystone XL’’-ის მილსადენის პროექტი, რომლის დაწყება საკმაო ხნით გადავადდა. მან ყოველდღიურად 830,000 ბარელის მოცულობის ,,ბინძური" ბიტუმოვანი ნავთობი ალბერტადან (კანადა) აშშ-ში, ნებრასკაში უნდა გაატაროს. ეს ნავთობის მარშრუტის მეოთხე და საბოლოო გაფართოების ეტაპია. მედია იუწყება, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის სავარძელში თავის პირველ დღესვე პროექტის გაუქმებას გეგმავს, რასაც აშშ-კანადის მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით ინვესტორთა შეშფოთება და კანადური დოლარის კურსის ვარდნა მოჰყვა.

ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანია ტრამპის დროს გაცოცხლებულ პროექტს დაყადაღებას უქადდა, რამაც ,,TC Energy’’-ს, მილსადენზე მომუშავე კომპანიას, გარკვეულ დათმობებზე წასვლა აიძულა. გარემოს დამცველებისა და ამერიკელ ინდიელთა თემების პროტესტის ფონზე, მას ახალი ვალდებულებების აღება მოუწევს. კვირას კომპანიამ გამოაცხადა, რომ 2023 წლისთვის, როდესაც პროექტი ექსპლუატაციაში შევა, მის ფარგლებში ემისიის წმინდა, ნულოვან ნიშნულს მიაღწევს. ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა კი იგეგმება არაუგვიანეს 2030 წლისა.

,,ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ,,Keystone XL’’ არა მხოლოდ ნავთობის ბაზრებზე ტრანსპორტირების ყველაზე უსაფრთხო და საიმედო მეთოდია, არამედ გარემოზე სათბური გაზების ზემოქმედების მხრივ უდაბლეს მაჩვენებლებს მიაღწევს. ამას ჩვენი უკანასკნელი ინიციატივებიც ცხადყოფს”, - განაცხადა რიჩარდ პრაიორმა, ,,Keystone XL’’-ის პრეზიდენტმა. ალბერტას მეთაურის, ჯეისონ კენის თქმით, პროექტის დასრულების შემთხვევაში ნაწილები ჯართად გაიყიდება, რათა კანადელი მოქალაქეების მიერ ჩადებული მილიონობით დოლარის ინვესტიციის ანაზღაურება მოხერხდეს.

 

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

16. "COVID-19"-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, "Apple"-მა 53-მდე მაღაზია დახურა - მსოფლიო ბაზრების რყევების მიმოხილვა "ველსისგან" 

 
 
 
 
 
 
 
 

მსგავსი თემები