პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ტოვებს - ის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ ესწრება (LIVE)
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ტოვებს - ის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ ესწრება  (LIVE)

A+ A-

17:05 20/01/2021

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი უკომენტაროდ დატოვა. ის არც 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ვაშინგტონიდან ფლორიდაში მიემგზავრება. იყო მოლოდინი, რომ თეთრი სახლის დატოვებამდე ტრამპი კომენტარს გააკეთებდა, მაგრამ ის პირდაპირ ვერტმფრენში ჩაჯდა.

მისი წასვლის საპატივსაცემოდ, ქვემეხებიდან გაისროლეს.

პრეზიდენტმა ტრამპმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ კომენტარი მოგვიანებით გააკეთეს და მომხრეებს სიყვარულში გამოუტყდნენ. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თქვენი პირველი ლედი“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.

ვაშინგტონში კი, რომელიც დემოკრატი ბაიდენის ინაუგურაციისთვის ემზადება, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 26 ათსი ჯარისკაცია მობილიზებული. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება.