"მოქალაქეების" რა პოზიციას იზიარებდა "პატრიოტთა ალიანსი" და "ლეიბორისტული" პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან?
"მოქალაქეების" რა პოზიციას იზიარებდა "პატრიოტთა ალიანსი" და "ლეიბორისტული" პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან?

A+ A-

16:26 20/01/2021

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებისას, ალეკო ელისაშვილი პარტია "მოქალაქეები" ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრე იყო, მათ ამ პოზიციას "პატრიოტთა ალიანსი" და "ლეიბორისტული პარტიაც" ემხრობოდა. ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების"ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მოლარაკებების მაგიდაზე, მასსა და ირაკლი კობახიძის კამათის მთავარი საკითხი იყო ის, თუ როგორ ჩატარდებოდა ადგილობრივი არჩევნები. 

„მე დავინახე, რომ ამ საკითხის შეთანხმება ოპოზიციის შიგნითაც შეუძლებელი იყო. მეტიც, მოლაპარაკებების მაგიდაზე ეს იყო მთავარი კამათის თემა ჩემსა და კობახიძეს შორის. ანუ, ამაზეც არ მოდის – ადგილობრივი არჩევნები [ჩატარდეს] სრულად პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე. უნდათ იმდენი მაჟორიტარის დატოვება, რომ მაინც შეძლონ საკრებულოს ხელში აღება. მოლაპარაკებების მაგიდაზეც ჩანდა, რომ ელისაშვილის პარტიის პოზიცია ეს იყო [ადგილობრივ არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება] და ამ პოზიციას იზიარებდნენ, ბარემ გეტყვით, რაღა დასამალია – „ლეიბორისტები“ და „პატრიოტთა ალიანსი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.