54 ოპოზიციონერის აზრი, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა - ბადრი ჯაფარიძე
54 ოპოზიციონერის აზრი, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა - ბადრი ჯაფარიძე

A+ A-

15:00 20/01/2021

54 ოპოზიციონერის აზრი, მათ შორის, არც „გირჩის“, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ კი თავის გზა აქვთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთიანობას არაფერი ემუქრება.

 "არის ერთი პარტია, რომელსაც თავისი გზა აქვს და ვართ ჩვენ. ჩვენ ვსაუბრობთ 54 ოპოზიციონერზე (51+3 ოპოზიციონერი დეპუტატი), რომელთა მოსაზრებები არ შეცვლილა. 

 ,,გირჩის“ წევრებს აქვთ მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის, განსხვავებული მოდელი.

მათ აქვთ ამის ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეთ ეს მოდელი, მაგრამ მთავარია, ისინი არ მოიაზრებენ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.