პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას „დანაშაულებრივი“ საუბრების ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს
პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას „დანაშაულებრივი“ საუბრების ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს

A+ A-

14:08 20/01/2021

ვიდრე ციხის გარეთ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება, მანამდე პროკურორებმა ბრალდებულებთან მათი ბრალი დააზუსტეს. როგორც პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, ბარლდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ამის დამადასტურებელ ადიო და ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებას კი, პროკურატურა უახლოეს მომავალში აპირებს. 

„დღეს მოხდა ბრალდებულებისათვის ბრალის დაზუსტება და სწორედ დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბრალის დაზუსტების საფძველს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, დავაანონსეთ, რომ მოტივი დადგენილი და გამოკვეთილი გვქონდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძებები მიმდინარეობდა, დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ.

დადგენილი არის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ასევე დავალებების შესაბამისად, ზემდგომი პირების, ზემდგომი თანმდებობის პირების დავალებების შესაბამისად, საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას.

პირველი, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები.

თუმცა, ყველაზე მთავარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებია - ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც ამ გარემოების - მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა.

აქვე დაავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში, ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამის დემონსტრაციას მოვახდენთ, საზოგადოებას ამას ნათლად მივაწდვით და ეს უკვე პრაქტიკულად დოკუმენტური დესკრიპცია იქნება, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეექმნება, როგორც ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ასევე მოტივთან დაკავშირებით“, - განაცხადა სადრაძემ.

პროკურორი ასევე აცხადებს, რომ ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი სხვა პირების პასუხსმგებლობის საკითხზე გამოძიება გრძელდება.

„ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაში მოტივზე, დავალებებთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათლად არის აღბეჭდილი და ამას უალხოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ და დემონსტრაციას მოვახდენთ. რაც შეეხება სხვა პირების პასუხსმგებლობის საკითხს, მათ შორის, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ვაგრძელებთ გამოძიებას.

 გამოყოფილია საქმე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად, როცა შესაბამისი შედეგები იქნება, ამასაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით“, - აცხადებს სადრაძე.