"ციხის მაყურებლები" VS სახალხო დამცველის აპარატი - ლომჯარია საქმის აღძვრას ითხოვს
"ციხის მაყურებლები" VS სახალხო დამცველის აპარატი - ლომჯარია საქმის აღძვრას ითხოვს

A+ A-

13:21 20/01/2021

სახალხო დამცველის აპარატისთანამშრომლების მიმართ .. „ციხისმაყურებლებიაგრესიას ახორციელებენ. ამის შესახებ ომბუდსმენი ნინოლომჯარია ავრცელებს ინფორმაციას.

ახალხო დამცველის თქმით, ესმუქარები სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია.

როგორც ლომჯარია აცხადებს, „ციხისმაყურებელთა“  უკანონო ქმედებებისმიზანი ციხის ტერიტორიაზე, სახალხოდამცველის აპარატის მხრიდან. მონიტორინგის განხორციელებისთვისხელის შეშლაა.

ამ უკანონო ქმედებების მიზანიაპატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა დაციხის ტერიტორიაზე მონიტორინგისგანხორციელების ხელშეშლა. მსგავსშემთხვევებს ადგილი ჰქონდა: 2020 წლის31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარსქსნის N15 დაწესებულებაში, სადაცპატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმასახალხო დამცველის თანამშრომლებსარ მისცა ჯერ საარჩევნო უფლებისრეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთანგასაუბრების საშუალება. აღნიშნულიგანსაკუთრებით შემაშფოთებელია იმფონზე, როდესაც N15 დაწესებულებისერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღისწინ კოვიდ 19-ის გართულებებითგარდაიცვალა და არაერთი პატიმრისოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრებისმონახულების თხოვნით.

2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაშიერთი და იგივე პატიმარი დაემუქრასახალხო დამცველის აპარატისთანამშრომლებს და ციხეში ვიზიტისშეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულებადახურული ტიპის ციხეა დანიშანდობლივია, რომ აღნიშნულიპატიმარი ყოველთვის მაშინგადაადგილდება ციხის კონკრეტულტერიტორიაზე, როდესაც ჩვენითანამშრომლები დაწესებულებაშივიზიტს ახორციელებდნენ.

რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველისწარმომადგენლებთან აგრესიულადიქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომსახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეშიყველაფერი კარგადიყო, - აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით,რამდენადაც მისი აპარატის  თანამშრომლებს ციხის არაფორმალური მმართველებისმხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, ის პრევენციული მონიტორინგისვიზიტების მხოლოდ დამატებითიუსაფრთხოების ზომების პირობებშიგანხორციელების შესაძლებლობასგანიხილავს. 

გამომდინარე იქიდან, რომ სახალხოდამცველის აპარატის თანამშრომლებსციხეებში ვიზიტების დროს ციხისადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილიარაფორმალური მმართველებისმხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავსპრევენციული მონიტორინგის ვიზიტებისმხოლოდ დამატებითი უსაფრთხოებისზომების პირობებში განხორციელებისშესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებებისეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებსინდივიდუალურ შეხვედრებსპატიმრებთან. მაშინ როდესაცპატიმართა დაახლოებით ნახევარისასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მცირდება იქიდანშემოსული მომართვები დაგანცხადებები.

2020 წელს შემოსული საერთო 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყოზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრებისმიერ გამოგზავნილი. აღნიშნული .. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაადა პატიმართა უამრავი პრობლემასამწუხაროდ არ ხმაურდება“, - აცხადებსომბუდსმენი.

სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან ითხოვს რეაგირებას და პენიტენციურისამსახურის გენერალურიდირექტორისა თუ შესაბამისიპენიტენციური დაწესებულებებისდირექტორების თანამდებობრივიპასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

შექმნილი მდგომარეობიდანგამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოსმყისიერი ზომები ციხეებშიკრიმინალური სუბკულტურის მართვისმოდელის შესაცვლელად; საქართველოსიუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივდააყენოს პენიტენციური სამსახურისგენერალური დირექტორისა დაშესაბამისი პენიტენციურიდაწესებულებების დირექტორებისთანამდებობრივი პასუხისმგებლობისსაკითხი; საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობისმექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოსნახევრად ღია დაწესებულებებისმართვის უკანონო მოდელი, რათა ყველაპატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე დაუფლებადარღვევებზე მიმართვისშესაძლებლობა შესაბამისიდაწესებულებებისთვის ანორგანიზაციებისთვის; საქართველოსპროკურატურას, დაიწყოს გამოძიებასახალხო დამცველის საქმიანობისხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთანდაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაცწინადადება უკვე წარდგენილიაპროკურატურაში", - აცხადებს სახალხო დამცველი.