მესის პირველი წითელი ბარათი ბარსელონაში
მესის პირველი წითელი ბარათი ბარსელონაში

A+ A-

11:26 20/01/2021

ლიონელ მესიმ ბარსელონას მაისურით 750-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, მაგრამ წითელი ბარათი პირველად ახლა მიიღო.

ეს ლეოს კარიერაში პირველი წითელი ბარათი არ არის, მაგრამ აქამდე ის მხოლოდ არგენტინის ნაკრებში ჰყავდათ მოედნიდან გაძევებული.

მესიმ წითელი ბარათი ესპანეთის სუპერთასის 121-ე წუთზე მიიღო, როცა ასიერ ვილალიბრეს თავში ხელი ჩაარტყა.

ხილ მანსანომ ეს ეპიზოდი ვერ დაინახა, მაგრამ ეპიზოდის განმეორებით ნახვის შემდეგ მესის პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა.

მესიმ, შესაძლოა, 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, მისი დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.

უკეთეს შემთხვევაში, მესის დისკვალიფიკაცია 2 მატჩიანი იქნება და ბარსელონა არგენტინელის გარეშე მხოლოდ კორნელიასა და ელჩეს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს ჩაატარებს.

აი გრძელვადიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ლეოს, შესაძლოა, ლა ლიგის 3 ტურის გაცდენა მოუწიოს, რაც ბარსელონასთვის ძალიან ცუდი იქნება - კატალონიელები ლიდერ ატლეტიკოს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან, მადრიდელებს კი ამასთან ერთად 2 მატჩით მეტი აქვთ ჩასატარებელი.

წყარო: adjarablog.com