რუსთავში 12 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა
რუსთავში 12 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა

A+ A-

09:36 20/01/2021

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 12 წლის მოზარდი გადმოვარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა საკუთარ ბინაში, მესამე სართულზე, აივანზე იდგა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადმოვარდა.

დაშავებული გოგონა ჯერ რუსთავის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას მთელი ღამის განმავლობაში კვლევები უტარდებოდა. მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. ის გონზეა და კონტაქტურია.