ნინი ქარსელაძე გათხოვდა
ნინი ქარსელაძე გათხოვდა

A+ A-

22:07 19/01/2021
მომღერალი ნინი ქარსელაძე გათხოვდა.  მისი რჩეული 8 წლით უფროსი, 38 წლის თაზო ჯახუტაშვილია. 
 
შვილის გაბედნიერების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიაც ადასტურებს.
 
"რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! 
 
ჩემი შვილი გათხოვდა. უკვე დიდი ხანია. რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის! 
 
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა  და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია.
 
ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ, ნინი და თაზო" - წერს ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში.
 
ცნობისთვის, თაზო ჯახუტაშვილი ერთ-ერთი მილიონერია იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც "პანამის დოკუმენტებში“ წერია. დოკუმენტის მიხედვით, ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI-ის წილის მფლობელია.