ნამუსი გაქვს საერთოდ, გვირგვინი როგორ არ გაუგზავნე?! - ბერძენიშვილს გვარამიაც უპირისპირდება
ნამუსი გაქვს საერთოდ, გვირგვინი როგორ არ გაუგზავნე?! - ბერძენიშვილს გვარამიაც უპირისპირდება

A+ A-

12:04 18/01/2021

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას მოითხოვს. 

გვარამია, ლეგენდარული ჟურნალისტის ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსდირექტორის, ვასილ მაღლაფერიძესავით, თინათინ ბერძენიშვილიც ციხით დაასრულებს. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ლეგენდარული ჟურნალისტისათვის სათანადო პატივი არ მიუგია და იგი პირველი არხის ფოიეში უნდა დაესვენებინათ. 

„დაამადლე ახლა ოჯახს, რომ მისი მეგობრები მოვიდნენ, შენ რა კავშირში ხარ თიკო იმასთან, რომ მისი მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები ყვავილებით მივიდნენ? შენ რა კავშირში ხარ ამასთან? პირველი არხი სად იყო?

ჯულიეტა ვაშაყმაძე არ უნდა დასვენებულიყო პირველი არხის ფოიეში? მე ჩემი არხის ფოიედან და სრულად ჩემი ხარჯებით ეროსი კიწმარიშვილი გავაცილე. არც მისი აშენებული იყო შენობა და არც არაფერი ეკუთვნოდა „რუსთავი 2-ში“, ძალიან სკანდალურად ვიყავით დაშორებულები, მაგრამ ეროსი იყო კიწმარიშვილი და იმსახურებდა, რადგან მან მოიგონა ბრენდი „რუსთავი 2“, უნიჭიერესმა კიწმარიშვილმა. ჩვენი ფოიედან გავასვენეთ, რადგან ნამუსი, წესიერება და საზოგადოება მოითხოვდა ამას. ეს რომ არ გამეკეთებინა, არაკაცი და ბოლო ადამიანი ვიქნებოდი. ჩემი ინიციატივით გავაკეთე.

ნამუსი გაქვს საერთოდ, ჯულიეტა ვაშაყმაძეს გვირგვინი როგორ არ გაუგზავნე?! როგორ იკადრე ეს დირექტორმა და ეს ტექსტი როგორ იკადრე საერთოდ გოგო?! როგორ გადაიქეცი ვასიკო დამპალ მაღლაფერიძედ. როგორ ჩაჯექი კორუფციაში, ციხეა შენი ბოლო ადგილი ვასიკოსთან ერთად.

ნაძირალა-თქო როგორ გითხრა შენ, რომელმაც თავისით მიაღწიე ყველაფერს. ოჯახს ამადლი რომ მისი მეგობრები მივიდნენ ყვავილებით?

ცუდი ქცევებით, მაგრამ ყველაფერს შენით მიაღწიე, ახლა ხარ ნული და არარაობა. მოვითხოვ, პირველი არხის საბჭოსგან შენს გადაყენებას. იმიტომ, რომ ხარ არარაობა. სამარცხვინო გოგო ხარ, უნდა წახვიდე“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის,  ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ გარდაცვლილ დედაზე საკუთარ გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი იმუშავა, დაკრძალვაზე, ტელევიზიის სახელით, ერთი გვირგვინიც არ გამოუგზავნია.

აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაშაყმაძის გარდაცვალების დღიდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაერთი რეპორტაჟი და გადაცემა მიუძღვნა მას მთელი კვირის განმავლობაში.

"ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძის როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. „პირველმა არხმა“ გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი და ახლანდელიც ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე, მასთან გამოსამშვიდობებლად.

პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა.

თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ "პირველი არხის" ნამდვილი ვარსკვლავი ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა“, - წერს სოციალურ ქსელში თინათინ ბერძენიშვილი.