"დაკრძალვაზე გვირგვინის გაგზავნა კი არა, პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე, მთაწმინდაზე გავუხსენით"
"დაკრძალვაზე გვირგვინის გაგზავნა კი არა, პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე, მთაწმინდაზე გავუხსენით"

A+ A-

12:00 18/01/2021

ჟურნალისტ ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების დღიდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაერთი რეპორტაჟი და გადაცემა მიუძღვნა მას მთელი კვირის განმავლობაში. ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტისა და ჯულიეტა ვაშაყმაძის ვაჟის, გიორგი გაბუნიას განცხადებას, რომ საზმაუს ერთი გვირგვინიც არ გაუგზავნია დედამისის დაკრძალვაზე. 

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ჯულიეტა ვაშაყმაძის როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია საზოგადოებრივ მაუწყებელში.

"ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძის როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. „პირველმა არხმა“ გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი და ახლანდელიც ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე, მასთან გამოსამშვიდობებლად.

პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა.

თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ "პირველი არხის" ნამდვილი ვარსკვლავი ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა“, - წერს სოციალურ ქსელში თინათინ ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ გარდაცვლილ დედაზე საკუთარ გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი იმუშავა, დაკრძალვაზე, ტელევიზიის სახელით, ერთი გვირგვინიც არ გამოუგზავნია.