ავტოავარია თბილისში - ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა
ავტოავარია თბილისში - ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა

A+ A-

10:23 18/01/2021

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი პოლიციელი.

როგორც ცნობილია, "ლექსუსი" მარკის ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.