შსს 50 ათას ლარად შეძენილ ავოტმობილებს აუქციონზე 10 ათასად ჰყიდის
შსს 50 ათას ლარად შეძენილ ავოტმობილებს აუქციონზე 10 ათასად ჰყიდის

A+ A-

15:56 17/01/2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორდის მარკის ავტომობილებს აუქციონზე ყიდის. სამინისტროს ავტომობილების შეძენა ღარიბაშვილის მინისტრობის დროს 8 მილიონი დაუჯდა - თითო მანქანაზე 50 ათასი. ახლა კი ავტომობილების საწყისი ფასი მხოლოდ 10 ათასი ლარია. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თქვა, რომ აღნიშნლი ავტომობილების შენახვა ჯდება ძალიან ძვირი. 8 მილიონზე მეტი გადავიხადეთ ამ ავტომობილების ჩამოყვანაში და საბოლოო ჯამში ჩამოყვანიდან ძალიან მალე გაიკვა, რომ ეს მანქანები ვერ იქნებოდა ისეთი ეფექტური, როგორის მანამდე რა მანქანების ჰყავდა პოლიციას და ახლა რა მანქანებითაც დადის... ბიუჯეტიდან 8 მილიონი გადაიხადო, რომელსაც შემდეგ ვერაფერში გამოიყენე არის დანაშაული", - ამბობს ბესიკ დონაძე, "ევროპული საქართველოს" წარმოამდგენელი.

იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰყიდიან პოლიციის მანქანებს, უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.