ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა
ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა

A+ A-

11:59 17/01/2021

ვაშინგტონში, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

დაკავებული უესლი ალენ ბილერია. მისი ავტომობილი პოლიციამ 15 იანვარს გააჩერა და შეამოწმა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ყალბი დოკუმენტი და იარაღი.

პოლიციის ინფორმაციით, მას ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების ლიცენზიაც არ ჰქონდა.

აშშ-ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ბაიდენის ინაუგურაციისთვის, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, უსაფრთოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.