17 იანვრის ამინდის პროგნოზი
17 იანვრის ამინდის პროგნოზი

A+ A-

11:14 17/01/2021

სინოპტიკოსები 17 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ღრუბელია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 იქნება. ღრუბლიანი ამინდი იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბელი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ღრუბელია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში დღისით წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ღრუბლიანი დღე და 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი დღე იქნება ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -2 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმა ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.