"ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭო არაფუნქციონალურია - გია ხუხაშვილი
"ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭო არაფუნქციონალურია - გია ხუხაშვილი

A+ A-

18:12 16/01/2021

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დასახელებითა და პოლიტსაბჭოში 21 პირის შეყვანით სამომავლოდ კონტროლის მექანიზმები შეინარჩუნა. ამის სსახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა პარტია მაქსიმალურად დაქსაქსა.

„მაქსიმალურად დაქსაქსა, გადაანაწილა და ბევრი ბალანსი გააჩინა. რა თქმა უნდა, ახლა პოლიტსაბჭო არაფუნქციონალურია, რადგან 21 კაცი რომ ჯდება მაგიდასთან იქ გადაწყვეტილების მიღება ვერ ხდება. მაქსიმუმ 12 კაცი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად და როცა 21 კაცი იქნება პოლიტსაბჭოში იქ გადაწყვეტილების მიღება როგორ მოხდება, გაუგებარია“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

მისი თქმით, ოპოზიციას მართებს საზოგადოებას პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატიული პოზიტიური გზები უნდა აჩვენოს, რასაც არ აკეთებს და მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უსვამს ხაზს.

„დადგა დრო, რომ „ქართულ ოცნებას დაეთანხმონ, რომ ბიძინა ნამდვილად წავიდა და კობახიძესთან ოპონირება დაიწყონ. ბიძინას ხსენება „ქართულ ოცნებას“ კი არ ასუსტებს, აძლიერებს, რადგან ბიძინა ჯერ კიდევ მიზიდულობის ცენტრია. ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია გარკვეულწილად უკვე მიღებული აქვს, რის ფონზეც რადიკალური პოზიცია არასწორია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.