ჩემს უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს - რურუა
ჩემს უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს - რურუა

A+ A-

17:07 16/01/2021

"ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს"- ასე პასუხობს "მთავარი არხის" თანადამფუძნებელი, გიორგი რურუა "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ლეისაშვილს. მან წერილი ციხიდან საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო ,რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა", - წერს ის.

შეგახსენებთ,  "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ დიდწილად ოპოზიციის ბრალია გიორგი რურუას პატიმრობაში ამ დრომდე დარჩენა. 

ალეკო ელისაშვილმა "ფორმულასთან" საუბრის დროს თქვა, რომ "რაღაცეები ოპოზიციასაც ჰქონდა მიქარული და თავის თავში ჩაიხედონ". მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე ღიად ვერ ისაუბრებს, თუმცა გაიხსენა "ოცნებსა" და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სადაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ "ქართული ოცნება" არ ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება განიხილებოდა 8 მარტის მოლაპარაკებების დროს. 

აქვე შეგახსენებთ, გიორგი რურუა ცრუ ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.