16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:14 15/01/2021

ვერძი

შეეცადეთ იმოქმედოთ თავდაჯერებულად, ისე, რომ სხვებში ნათქვამი ეჭვს არ იწვევდეს. წინააღმდეგ შემთხევავაში თქვენი ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვა და დროს ტყუილად დახარჯავთ.

კურო

შესაძლოა გაუბედაობა დაგეუფლოთ და დაწყებული საქმეების გაგრძელება გაგიჭირდეთ. ამიტომ სჯობს მნიშვნელოვანი გეგმები სამომავლოდ გადადოთ, ეს დღე კი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპები

აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები, ერიდეთ სულსწრფობას და იმპულსურობას, შესაძლოა თქვენი მწვავე რეაქციით ირგვლივმყოფები დააფრთხოთ, მარტო დარჩენილი კი საქმეს სათანადოდ თავს ვერ გაართმევთ.

კირჩხიბი

ყველაფერს მოასწრებთ და კარგ შედეგებსაც მიიღებთ თუ ზომიერებას დაიცავთ და ორგანიზატორულ თვისებებს დაეყრდნობით. თქვენი პროფესიონალიზმი და გამორჩეული უნარები უყურადღებოდ არავის რჩება.

ლომი

დაფიქრდით, გათვალეთ მიზნისკენ მიმავალი გზები, სტრატეგია. მოისმინეთ სხვათა აზრი, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ თვითონ მიიღეთ, საჭიროების შემთვევაში კი მოახდინეთ გეგმების კორექტირება.

ქალწული

შესაძლოა დღეს ყოველ წვრილმანზე გაღიზიანდეთ, გაგიჭრდებათ სერიოზულ საკითხებზე კონცენტრირება. სჯობს გაერიდოთ უსარგებლო საუბრებს და მეტად დაისვენოთ.

სასწორი

რაც არ უნდა ძნელი იყოს, აუცილებლად გააგრძელეთ დაწყებული საქმე და მოიშორეთ გონებიდან აბეზარი ფიქრები, რომლებიც თავგზას გირევენ და ცუდ განწყობაზე გაყენებენ.

მორიელი

სასიკეთო დღეა, შეეცადეთ დაიწყოთ რაიმე მნიშვნელოვანი, შეეჭიდეთ ნებისმიერ საქმეს, რათა უაზროდ არ დაკარგოთ ამ პროდუქტიული დღის შანსები.

მშვილდოსანი

ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეულით, განვითარდით, იბრძოლეთ უფრო მეტისთვის, გახსოვდეთ, რომ მიღწეულ შედეგებს განმტკიცება სჭირდება.

თხის რქა

დღეს შესაძლოა განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა სამყაროს სხვა გეგმები აქვს თქვენთვის, შესაძლოა დაუპატიჟებელმა სტუმარმა ან მეგობრის სპონტანურმა შემოთავაზებამ გეგმები შეგიცვალოთ.

მერწყული

შეეცადეთ გადაახალისოთ და გამოაცოცხლოთ ურთიერთობები, კარგად გაითავისეთ თქვენი როლი ოჯახსა თუ სამეგობროში და იმოქმედეთ უფრო დემოკრატიულად.

თევზები

თქვენი მცდელობა დახმარება გაუწიოთ სხვებს ირგვლივმყოფთა პატივისცემას და სასიამოვნო კომპლიმენტებს მოგიტანთ. დღის განმავლობაში ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზს.