ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება

A+ A-

14:24 15/01/2021

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 22 იანვარს  შეხვდება

როგორც ალიანსის პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ნატოს შტაბბინაში გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც, თბილისის დროით, 16:15 საათზე (ბრიუსელის დროით 13:15 საათზე) დაიწყება.