პორტუგალიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
პორტუგალიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

11:48 12/01/2021

პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოზას კორონავირუსი დაუდასტურდა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პორტუგალიის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

72 წლის მარსელუ რებელუ დი სოზა 24 იანვარს დაგეგმილ არჩევნებზე პრეზიდენტის პოსტის მეორე ვადით დაკავებისთვის იბრძვის.

12 იანვარს პორტუგალიის პრეზიდენტს დებატები და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების თაობაზე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.

რებელუ დი სოზა თვითიზოლაციას ლისაბონში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაივლის.