პამელა ანდერსონი დონალდ ტრამპს ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს
პამელა ანდერსონი დონალდ ტრამპს ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს

A+ A-

11:40 12/01/2021

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს სკანდალური საიტის, WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს. ამის შესახებ Fox News იტყობინება.

ანდერსონის თქმით, ასანჟის შეწყალება სწორი ნაბიჯი იქნება მილიონობით ადამიანისთვის, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია.

ჯულიან ასანჟს ბრალი საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ედება, რის გამოც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მისთვის ბრალდება 8 მუხლით აქვს წაყენებული.

მართლმსაჯულებას ის 7 წლის განმავლობაში ემალებოდა,, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში ეკვადორის საელჩო დაატოვებინეს, პატიმრობაში იმყოფება.

აშშ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში მას 175-წლიანი პატიმრობა ელის.