ევროკავშირმა Moderna-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
ევროკავშირმა Moderna-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

A+ A-

10:26 12/01/2021

ევროკავშირში კორონავირუსის პრევენციისთვის განკუთვნილი Moderna-ს ვაქცინის განაწილების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ The Brussels Times წერს.

ამ დრომდე ვაქცინა ჩაიტანეს ნიდერლადებში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ბელგიამ კომპანიას 2 000 000 დოზა დაუკვეთა რაც Pfizer/BioNTech -სგან შეძენილ ვაქცინებზე ნაკლებია. ბელგიაში Moderna-ს ვაქცინას იანვრის ბოლოს ჩაიტანენ, თუმცა ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.

ევროპაში ვაქცინებს ერთ ცენტრში შეინახავენ, თუმცა ცენტრის ადგილმდებარეობა არ ხმაურდება.

Moderna-ს ვაქცინის წარმოება აშშ-სა და შვეიცარიაში, ორ საწარმოში ხდება. ვაქცინა - 20 გრადუსზე ინახება, ხოლო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა - 80 გრადუსზე.

ევროკავშირმა აშშ-ში მწარმოებელს Moderna-ს 160 მილიონი დოზა დაუკვეთა, რაც ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის გადანაწილდება.