გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი, გირაოს სანაცვლოდ, გათავისუფლდა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი, გირაოს სანაცვლოდ, გათავისუფლდა

A+ A-

13:20 11/01/2021

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მათ ბრალად ედებათ ძალადობა და ამ საქმის პირველ ეპიზოდში, მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებენ.

შეგახსენებთ, 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. მათგან 6 არასრულწლოვანია, მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დანარჩენი 11 ბრალდებულის საქმეზე კი, გენერალურმა პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო. ცნობისთვის, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის სესახებ ინფორმაცია 19 ივნისს გავრცელდა და 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.