"მე წავედი" - ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილზე (ვიდეო)
"მე წავედი" - ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილზე (ვიდეო)

A+ A-

11:41 11/01/2021

"მე წავედი", - ამ სათაურის ვიდეოთი  "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე "ქართული ოცნების" ყოფილის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა. 

"მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი, ჩემი რაღაცეები გამახსენდა, თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ, თქვენს ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ, მე ჩემს თავს ყოველთვის გავიტან, სულ კარგად იყავით !", -  ამბობს ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ფილმის "არასერიოზული კაცის" ცნობილ სცენაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ იგი პოლიტიკიდან მიდის და პარტია "ქართულ ოცნებას" ტოვებს.