ილონ მასკის ქონებამ 200 მილიარდს გადააჭარბა
ილონ მასკის ქონებამ 200 მილიარდს გადააჭარბა

A+ A-

18:15 10/01/2021

Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის ქონება, რომელიც მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად ითვლება, 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Bloomberg Billionaires Index-ი იტყობინება, რომელიც უმდიდრესი ადამიანების ქონების ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებს.

რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება დღეში 14,5 მილიარდით გაიზარდა და დღეს 209 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიის მეორე ადგილზე Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსია 186 მილიარდით, მესამეზე კი Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია (134 მილიარდი დოლარი).

ილონ მასკი Bloomberg-ის რეიტინგის სათავეში 8 იანვარს, Tesla-ს აქციების ზრდის გამო მოხვდა. იმ მომენტისთვის მისი ქონება 188,5 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. მანამდე, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ბეზოსი ლიდერობდა.

მასკმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქონების გაყიდვას აპირებს და თანხას მარსის კოლონიზაციას მოახმარს.