ტრამპი საკუთარი თავის შეწყალებას აპირებს - ამერიკის ისტორიაში მსგავი რამ არ მომხდარა - The New York Times
ტრამპი საკუთარი თავის შეწყალებას აპირებს - ამერიკის ისტორიაში მსგავი რამ არ მომხდარა - The New York Times

A+ A-

16:45 09/01/2021

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი თავისა და ახლობლების წინასწარ შეწყალების იდეას თანაშემწეებთან განიხილავს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, წერს.

როგორც ამერიკულ მეგაგამოცემას უდასტურებს ორი წყარო, რომლებიც უშუალო შეხება ქონდათ ამ საკითხის განხილვასთან,  ტრამპმა, ნოემბრის არჩევნების შემდეგ, საკუთარი თავის შეწყალების თემასთან დაკავშირებით, თანაშემწეებთან რამდენჯერმე გამართა საუბარი და ინტერესდებოდა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ იდეის განხორციელება.

„ნიუ იორკ თაიმსი“ სტატიაში მიანიშნებს, რომ აქამდე, აშშ-ის ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ განუცხადებია საკუთარი თავის შეწყალების შესახებ.

იმასთან დაკავშირებით, თუ ტრამპი ამ ნაბიჯს გადადგამს, ცნობენ თუ არა მოსამართლეები მას სამართლიანად, ამერიკელი იურისტების აზრი იყოფა.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპი არამარტი საკუთარი თავის, არამედ ოჯახის წევრების, ახლობლების, მომხრეების, თანაშემწეებისა და მისი  ადმინისტრაციის თანამშრომლების შეწყალებასაც ფიქრობს.

იდეის წარმოშობის მიზეზი ისაა, 45-ე პრეზიდენტი შიშობს, რომ 46-ე პრეზიდენტი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის სამართებრივ დევნას დაიწყებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტარმპის მომხრეებიდან ბევრი ამ იდეის წინააღმდეგ წავიდა, რადგან ფიქრობენ, შეწყალების ფაქტი შეფასდება ისე, თითქოს, ისინი აღიარებენ იმ დანაშაულს, რაც არ ჩაუდენიათ.

სხვათაშორის, „ნიუ იორკ თაიმსი“ სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის შეწყალება მოქმედებს ფედერალურ დონეზე, მაგრამ ცალკეული შტატების დონეზე სამართლებრივი დევნისგან თავის არიდების საშუალებას არ იძლევა.

ცნობისთვის, ტრამპმა დეკემბრის ბოლოს უკვე შეიწყალა: თავისი წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი - პოლ მანაფორტი, რომელიც გასამართლებული იყო ცრუ ჩვენების მიცემისა და  გაურკვეველი ლობისტური საქმიანობისთვის, ასევე თავისი სიძის მამა ჩარლზ კუშნერი, რომელიც გაასამართლეს  საგადასახადო დანაშაულზე და ასევე აშშ-ის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე, როგორც ფიგურანტი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელი  დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და საპრეზიდენო არჩევნების შედეგების გადამთვლელი კომისიის სხდომა ჩაშალეს, რომელ ინციდენტსაც 4 ადამიანის სიკვდილი მოყვა, 45-ე პრეზიდენტს სანქციები სოციალურმა ქსელებმა „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დაუწესეს. ტრამპის პირადი გვერდები ორივე სოცქსელში დაიბლოკა, მოტივით, რომ მისი განცხადებები „ძალადობის შემცველი“ იყო.

რუსა მუმლაძე