ინდოეთის სამშობიაროში, ხანძრის შედეგად, 10 ახალშობილი დაიღუპა

ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში, სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ახალშობილი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ხანძარი ღამით გაჩნდა. ამ დროს ახალშობილთა განყოფილებაში 17 ბავშვი იმყოფებოდა, მათგან 7-ის გადარჩენა მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, სამძიმარი გამოხატა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმაც.
„ეს საშინელი ტრაგედიაა. ჩვენ ძვირფასი ახალგაზრდა სიცოცხლეები დავკარგეთ", - დაწერა ნერენდრა მოდიმ „ტვიტერში“.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ტრაგედიის ყველა გარემოება გამოძიებული იქნება.