ილია მეორეს უახლოვდებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც პისიარ ტესტი აქვთ ჩატარებული - ბერმონაზონი
ილია მეორეს უახლოვდებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც პისიარ ტესტი აქვთ ჩატარებული - ბერმონაზონი

A+ A-

16:07 08/01/2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უახლოვდებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც პისიარ ტესტი აქვთ ჩატარებული.  პატრიარქს მის მდივან-რეფერანტთან, კოვიდინფიცირებულ შორენა თეთრუაშვილთან ახლო კომუნიკაცია არ ქონია. ამის შესახებ „2020NEWS”- საქართველოს საპატრიარქოს პრესსცენტრის წარმომადგენელმა, ბერმონაზონმა მიქაელ ბრეგვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული შორენა თეთრუაშვილი პატრიარქს რამდენიმე დღე არ უნახავს. ბოლო შეხვედრისას კი, თეთრუაშვილი დიდი მანძილიის დისტანციას იცავდა, რათა კათოლიკოსის ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეექმნა.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ახლო კომუნიკაცია არ ჰქონია შორენა თეთრუაშვილთან. კორონა პანდემიის შემდეგ, მკაცრად ვიცავთ დისტანციას და ილია მეორეს უახლოვდებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც პისიარ ტესტი აქვთ გაკეთებული.

ღვთისწყალობით პატრიარქი კარგად გრძნობს თავს, ტესტიც ხშირად უტარდება ხოლმე. ზოგადად კორონავირუსის ტესტს ყველანი ვიკეთებთ, კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ შორენა თეთრუაშვილს, ის პატრიარქს რამდენიმე დღე არ უნახავს.

ბოლო შეხვედრისას კი თეთრუაშვილი დიდმანძილიან დისტანციას იცავდა, რათა პატრიარქის ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეექმნა“. - განაცხადა ბერმონაზონმა მიქაელმა სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ხატია მამულია