მადრიდის ჩრდილოეთით, ისტორიულად დაბალი, -35 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა
მადრიდის ჩრდილოეთით, ისტორიულად დაბალი, -35 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

A+ A-

10:33 08/01/2021

ესპანეთში დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო, გაუქმდა ავიარეისები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა  შეფერხდა.

მადრიდის ჩრდილოეთიდან 400 კილომეტრის მოშორებით ჰაერის ტემპერატურა -35 გრადუსამდე დაეცა, რაც ესპანეთის ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მოთოვა მადრიდშიც, სადაც -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.