ევროპის წამლების სააგენტო Moderna-ს ვაქცინისითვის ავტორიზაციის გაცემის რეკომენდაციას იძლევა
ევროპის წამლების სააგენტო Moderna-ს ვაქცინისითვის ავტორიზაციის გაცემის რეკომენდაციას იძლევა

A+ A-

18:22 06/01/2021

ევროპის წამლების სააგენტო კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისითვის ავტორიზაციის გაცემის რეკომენდაციას იძლევა.

უწყებამ დროებითი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება პრეპარატის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასების საფუძველზე მიიღო. ბოლო ნაბიჯი, რომელიც აღნიშნული ვაქცინის ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებას გზას გაუხსნის, ევროკომისიის მხრიდან მისი დამტკიცებაა.

„ეს ვაქცინა კიდევ ერთ ინსტრუმენტს უზრუნველყოფს, რაც საგანგებო მდგომარეობის დაძლევაში დაგვეხმარება“, - აღნიშნეს ევროპის წამლების სააგენტოში.

15 დეკემბერს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დაადასტურა.