რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა
რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა

A+ A-

15:08 30/12/2020

რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. პრეზიდენტის თანამდებობა ირაკლი აბუსერიძემ დაიკავა.

აბუსერიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოპონენტებსაც, მხარდამჭერებსაც და იმ ადამიანებსაც ვინც მხარი არ დამიჭირა. გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს აბუსერიძე.

ინფორმაციისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოდნენ.