შოთა არველაძე უზბეკეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
შოთა არველაძე უზბეკეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

A+ A-

13:57 27/12/2020

შოთა არველაძე უზბეკეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

„ზედიზედ მეორედ, სუპერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს და ფეხბურთელებს, შესანიშნავი სეზონისთვის და ყველა გულშემატკივარს, ყოველდღიური მხარდაჭერისთვის“, - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ 47 წლის ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ტაშკენტის „ფახთაქორი“ ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.