ქაბულში აფეთქებებს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. NDTV-ის ინფორმაციით, გარდაცვლილები პოლიციელები არიან.
აფეთქებების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე შენობები. დაშავებულთაგან ერთი სამოქალაქო პირია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.