ყარაბაღში 8 სომეხი სამხედროს ცხედარი იპოვეს
ყარაბაღში 8 სომეხი სამხედროს ცხედარი იპოვეს

A+ A-

15:11 24/12/2020

ყარაბაღში 8 სომეხი სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს. 

როგორც სომხური მედია იტყობინება, საბრძოლო ზონიდან, საერთო ჯამში, 1 069 სომეხი სამხედროს ცხედარია გადასვენებული.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, მხარეებს შორის ცხედრების გაცვლასაც ითვალისწინებს.