საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა

A+ A-

17:42 22/12/2020

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა.

დეფაქტო რეჟიმმა ის ქართულ მხარეს უკვე გადმოსცა. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ინფორმაციით, მირიან თაზიაშვილის გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგად მოხდა.

მირიან თაზიაშვილი სოფელ ზარდიაანთკართან დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის. ე.წ სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.