ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი - მეხუთე პრეზიდენტი
ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი - მეხუთე პრეზიდენტი

A+ A-

11:51 22/12/2020

ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მან მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

„მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას.

ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა, გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“, - წერს სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი.