"ტვ პირველში" სატანისტური ორგიები იმართება - რას პასუხობს გრიგოლია ვოლსკის ამ არაკორექტულ კომენტარს?
"ტვ პირველში" სატანისტური ორგიები იმართება - რას პასუხობს გრიგოლია ვოლსკის ამ არაკორექტულ კომენტარს?

A+ A-

18:00 21/12/2020

"ტვ პირველში" სატანისტური ორგიები იმართება. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ, პიანისტ ელისო ბოლქვაძის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ტელევიზიაზე ამგვარი მოსაზრება არსებობს საზოგადოებაში და ის ჯერ არ მტკიცდება.

"არსებობს მოსაზრება, რომ ტვ პირველში სატანისტური ორგიები იმართება. არსებობს ამაზე მოსაზრება, მაგრამ რეალურად, ეს არავის დაუმტკიცებია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის განცხადებას, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და გია ვოლსკის ფანტაზიები დაუწუნა.

"აუ, ამ ბებერ კაცს რა ფანტაზიები აწუხებს თურმე... ორგიებიო..ტიტუუუუუუუ...", - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „2020NEWS“-მა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო იყოფა, ხოლო ცნობილი პიანისტი და დეპუტატი ელისო ბოლქვაძე კულტურის სამინისტროს პირველ პირად ინიშნება. სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმებისას უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს არაკორექტულად.