1995 წლიდან სააკაშვილის შლეგი და გაუმაძღარი გამოხედვა საფრთხის შეგრძნებას მიჩენდა - ნაცვლიშვილის აღსარება
1995 წლიდან სააკაშვილის შლეგი და გაუმაძღარი გამოხედვა საფრთხის შეგრძნებას მიჩენდა - ნაცვლიშვილის აღსარება

A+ A-

18:03 21/12/2020

"საფრთხის შეგრძნებას, რასაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შლეგი და გაუმაძღარი გამოხედვა უჩენდა, არასოდეს მიუტოვებია „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი. ამის შესახებ, თავად ნაცვლიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიისთვის ხმა არასდროს მიუცია, სამაგიეროდ, არჩეული ყავს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის განცდა. იმავდროულად, რთული და მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ გარკვეული კომპრომისის გამო, რომელიღაც ბასტიონი დათმე. პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი ასეთი ბასტიონი სააკაშვილთან დამოკიდებულება იყო - არცერთ ინკარნაციაში (ვაკის მაჟორიტარი, თვითმმართველობა (თბილისის საკრებულო), პრეზიდენტი თუ მმართველი პარტია) მისთვის და მისი პარტიისთვის ხმა არ მიმიცია.

ალბათ იმიტომ, რომ 1995 წლიდან (როცა პირველად დავინახე) დღემდე, საფრთხის შეგრძნებას, რასაც მისი შლეგი და გაუმაძღარი გამოხედვა მიჩენდა, არასოდეს მივუტოვებივარ.
2003 წლამდე ეს შეგრძნება დიდწილად ინტუიციური იყო, მერე კი - ცნობიერი. საჯაროდ უნდა ვაღიარო, რომ ეს აქტივი დღეისათვის სრულად განულებულია - მარგველაშვილისთვის მაქვს ხმა მიცემული“, - წერს სოციალურ ქსელში ნაცვლიშვილი.