„ნაცმოძრაობაში“ ელექტრონული არჩევნები დაიწყო - მელია ლიდერობს
„ნაცმოძრაობაში“ ელექტრონული არჩევნები დაიწყო  - მელია ლიდერობს

A+ A-

17:36 21/12/2020

ნაციონალურ მოძრაობას“ საახალწლოდ ხალი თავმჯდომარე ეყოლება. ვიდრე ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობს“ რეგისტრაციიდან მოხსნით ემუქრება, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა, ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის, დაიწყო, ელექტრონული ვერსია ქსელშ ჩაშვებულია და კენჭისყრის შედეგები  ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.  ამ ეტაპზე,  კენჭისყრაში მონაწილე პირთა არჩევანის მიხედვით, ნიკა ლია ლიდერობს და ვარშალომიძეზე 2-ჯერ მეტი ხმა აქვს აღებული.

როგორც  2020NEWS”-ს ექსკლუზიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განუცხადა, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგსტრაციიდან ვერ მოხსნის, ამიტომ ამომრჩეველს ურჩევნია, ელექტრონულ არჩევნებში იაქტიურს და თავმჯდომარე აირჩიოს.

რაც შეეხება თავად კენჭისყრას, რომელიც 2 საათზე მეტია, რაც დაიწყო, 25 დეკემბერს, 21:00 საათზე დასრულდება. 

 

 

 

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრა უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა ნიკა მელიას ეკუთვნის, რომელიც 2 400-მა ფეისბუქამომრჩეველმა უკვე  აირჩია. შეეხება ლევან ვარშალომიძეს, მას ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ 1 100 ხმა აქვს მიღებული.

სხვათაშორის, გოცირიძე აცხადებს, რომ კენჭისყრაში  მონაწილეობა შეუძლია „ნაცმოძრაობის“ არაწევრ ფეისბუქმომხმარებელს.

როგოც ჩანს, ნაციონალური ძრაობაარა მარტო თავმჯდომარის ელექტრონული არჩევის წესს ამკვიდრებს, არამედ პოლიტსტრატეგიაშიც უფრო  შორს მიდის და იდაპარტიული არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, გამოაცხადონ, რომ მათი თავმჯდომარე როგორც წევრების, ასევე პარტიის არაწევრი ამომრჩევლების თავმჯდომარეცაა.

„დღეიდან დაიწყო ჩვენი პარტიის თავმდჯომარის არჩევა, ელექტრონულ რეჟიმში. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მისცეს ხმა საკუთარ რჩეულს.

ელექტრონული კენჭისყრა რამდენიმე დღეში დასრულდება. რაც შეეხება შედეგებს, ამას ამ კვირის ბოლოს შევიტყობთ ერთად. ხელისუფლება ვერ მოუხსნის რეგისტრაციას „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომაც პარტიის თავმჯდომარის არჩევა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა გოცირიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

 

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფეისბუქმომხმარებელს შეუძლია, ამისათვის კი, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუქ ჯგუფში  გაწევრიანებაა სააჭირო. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი.

მათი განცხადების თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩეველმა ფეისბუქ ჯგუფში - „აირჩიე თავმჯდომარე“ , უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რათა პროცესში ყალბი გვერდებისა და ე.წ. ბოტების მონაწილეობა თავიდან იქნას აცილებული.
„კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად შედით ფეისბუქ ჯგუფში - "აირჩიე თავმჯდომარე".
ამისათვის, გადადით ბმულზე - 

https://www.facebook.com/groups/tavmjdomare

დააჭირეთ ღილაკს "JOIN" და ელექტრონული საარჩევნო კომისიის (კომისია კანდიდატების წარმომადგენლებისაგან შედგება) მიერ მიღებული ავტორიზაციის (ჯგუფში შემოსვლის თანხმობის გაცემა) შემდეგ გექნებათ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა (თქვენთვის სასურველი კანდიდატის მონიშვნის გზით). ავტორიზაცია აუცილებელია, რათა პროცესში ყალბი გვერდებისა და ე.წ. ბოტების მონაწილეობა თავიდან ავირიდოთ. კენჭისყრა ღიაა“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში.

ერთ-ერთი ამომრჩევლის, Iya Restrepo-ს  კომენტარის თანახმად, რომ არა დღევანდელი ვითარება, ის ლევან ვარშალომიძეს დაუჭერდა მხარს, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიკა მელიასნაირი შეუპოვარი და გამბედავი ლიდერია საჭირო .

„ორივე კარგი კანდიდატია, სხვა დრო რომ იყოს მე ვარშალომიძეს ავირჩევდი, მაგრამ ახლა ნიკასნაირი შეუპოვარი და გამბედავი ლიდერია საჭირო ამ პარტიისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, წარმატებები ნიკა მელიას.“ , - წერს ამომრჩეველი.

 

 

ფეისბუქ მომხმარებლის, ცირა მელაძის თქმით, ორივე  კანდიდატურა ლიდერია, თუმცა ლევან ვარშალომიძე აჭარაშია საჭირო. ნიკა მელია კი - თავმჯდომარედ.

„თავმჯდომარე - ნიკ მელია! ორივე ლიდერია, მაგრამ ლევანი საჭიროა აჭარაში! ძლიერი ლიდერი ყველგან!“, - აცხადებს მელაძე.

 

 

 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა გრიგოლ ვაშაძემ დატოვა. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე  ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები იქნა შერჩეული.

ხატია მამულია