"ქართული ოცნება" ყველას ფეხებზე დაგვიკიდებს - ვახტანგ მეგრელიშვილი
"ქართული ოცნება" ყველას ფეხებზე დაგვიკიდებს - ვახტანგ მეგრელიშვილი

A+ A-

16:40 21/12/2020

მოლაპარაკება წარმატებით ვერ დასრულდება, რადგან ამისთვის მხარეები ყველაფერს აკეთებენ - ასე ფიქრობს ძველი „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელსაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, სამი ვერსია აქვს და „2020NEWS“- თან ექსკლუზიურად ამხელს:

1. იმ გზით წავა მოლაპარაკება, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

2. „ქართული ოცნება“ ყველას ფეხებზე დაიკიდებს.

3. საარჩევნო სისტემა შეიცვლება ისე, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, მსგავსი დარღვევების ჩადენას ვეღარავინ გაბედავს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე „გირჩისთვის“ მთავარი საკითხი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არასოდეს ყოფილა, რადგან ამ პარტიას საარჩევნო სისტემის შეცვლა სურს.

„აუუ, ნეტა, ვიცოდე, შედგება თუ არა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი.

შედგება თუ არა ეს შეხვედრა საერთოდ, ამაზე არ მაქვს წარმოდგენა საერთოდ, მაგრამ თუ მოხდა, წარმატებით როგორ დასრულდება მაშინ, როდესაც მხარეები ყოველდღე აკეთებენ ყველაფერს, რათა მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს? ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხრიდან, არ ჩანს.

მგონია, იმდენად მწვავე სიტუაციაა, ამ მოლაპარაკების დროს, ვინმე აზრზე რომ მოვიდეს და სხვა მეტი არაფერი, ამის იმედიც კი არ მაქვს“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

მეტიც, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ძალიან მალე მხარეები გადაულახავი კრიზისის გადაფარვას ვეღარ მოახერხებენ და ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა.

„ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. ისეთ კრიზისში ვართ, რომ შეიძლება, რაღაც მომენტში ამ კრიზისის არშემჩნევა ვეღარ მოვახერხოთ.

ჩვენს ინტერესში მთვარი საკითხი რიგგარეშე არჩვნები არასოდეს ყოფილა, უბრალოდ, როგორც პარტნიორები, ოპოზიციას რაც უნდოდა, იმაზე მივყვებოდით და ჩვენ რაც გვინდოდა, ამაში, ნაწილობრივ ისინიც გვეთანხმებოდნენ.

ველოდებით, საით წავა მოლაპარაკებების გზა, სულ არის სამი ვერსიაა: რიგგარეშე არჩევნებს ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ ყველას ფეხებზე დაგვიკიდებს, ანდაც საარჩევნო სისტემას შევცვლით ისე, რომ მსგავსი რამ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, აღარ დაგვემართოს. ჩვენ რომ გვინდა, სისტემა ისე უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ჯერ გაურკვეველია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ფასილიტატორობით, მორიგი, მე-5 რაუნდი როდის გაიმართება.

ირმა ჯოხაძე