"ნატოში არ გვყავს წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული"
"ნატოში არ გვყავს წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული"

A+ A-

17:25 11/12/2020

ნატოში არ გვყავს წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული“, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაის თქმით, მათ ნატოში არ ყავთ წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

„ცხადია, ნატო-ს წევრ ბევრ სახელმწიფოს აქვს დაყოფილი პოლიტიკური სისტემები და ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქმედითი მთავრობის არსებობა, მათ შორის, პარლამენტში მყოფი აქტიური ოპოზიციის არსებობა არის ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობათა მუშაობის ძირითადი პრინციპი“,- აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

აპატურაის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს ხელისუფლებისა და  ოპოზიცი გასაგონად, მოყავს საკუთარი სამშობლოს - კანადის მაგალითი, როცა პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ქვეყნისთვის მნიშვნელოან საკითხებზე საერთო ენის გამონახვას ახერხებენ.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოში ახლა ჯანდაცვის მნიშვნელოვანი კრიზისია და საქართველო ნამდვილად არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ სიტუაციას საუკეთესოდ უმკლავდებიან.

ჩემს მშობლიურ კანადაშიც ოპოზიცია და მთავრობა კამათობენ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვის საკითხებს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზოგადად ერთი მიმართულებით მუშაობენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ახლა ისე, როგორც არასდროს, მოუტანს სარგებელს ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ცნობისთვის, ქვეყანაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დამძიმებულ ფონზე, საქართველოს ექსპრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი რადიკალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, ვინც უკანონოდ პარლამენტში შევიდა, ოპოზიციამ დროზე გამოიყვანოს“.

შეგახსენებთ, დღეს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის პარალელურად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ საერთო მემორანდუმი გააფორმა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.

დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს: ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა და „რესპუბლიკურმა პარტიამ“.