აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპაში მიმავალი გაზსადენი 12 ივნისს გაიხსნება
აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპაში მიმავალი გაზსადენი 12 ივნისს გაიხსნება

A+ A-

15:45 16/10/2018

თურქეთი და აზერბაიჯანი 12 ივნისს რუსეთის გვერდის გავლით, ევროპაში მიმავალ გაზსადენს გახსნიან, რომელიც საქართველოზე გაივლის.

“დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკის და გარემოს დაცვის მინისტრმა ბერათ აილბარაკმა გააკეთა.

მინისტრის თქმით, ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიალში თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას. მისივე განცხადებით, გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება 30 ივნისს დაიწყება.

ტრანსანტოლიური გაზსადენის პროექტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. გაზსადენით „შაჰდენიზის“ საბადოდან ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განხორციელდება. მათ შორის 6 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში და 10 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში.

მოგვიანებით გაზსადენით ტრანსპორტირებული აირის მოცულობა გაიზრდება.

ტრანს-ანატოლიური გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან, თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე გაივლის და შეუერთდება ტრანს ადრიატიკულ გაზასადენს, რომელიც ასევე არის “სამხრეთის დერეფნის” ნაწილი. ამ დერეფნით აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპა მიიღებს. დერეფნის ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.