ჯერ კიდევ გულწრფელად მჯერა, რომ შეთანხმებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება - კარლ ჰარცელი
ჯერ კიდევ გულწრფელად მჯერა, რომ შეთანხმებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება - კარლ ჰარცელი

A+ A-

16:54 05/12/2020

ჯერ კიდევ გულწრფელად მჯერა, რომ შეთანხმებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარის მონდომებაა საჭირო.

ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია.

ამასთან, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების მისაღწევად მხარეებს ბევრი დრო არ დარჩათ.

„ვშიშობ, ჯერ კიდევ არ შევთანხმებულვართ ზუსტ თარიღზე, თუმცა ვფიქრობ, ამ მიმართულებით მივდივართ და  ახლა მნიშვნელოვანია, ყველა ერთად შეიკრიბოს განხილვებისთვის. ვფიქრობ, აუცილებელია, ამ შეხვედრებიდან გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ჩვენ მივდივართ წინ, რადგან, რამდენადაც ვიცით, ბევრი დრო არ დარჩა.

ჩვენ გვაქვს დაახლოებით ერთი კვირა. ახლა ჭეშმარიტების დროა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა თავის წვლილს შეიტანს. ჯერ კიდევ გულწრფელად მჯერა, რომ შეთანხმებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რისთვისაც უნდა ვიმუშაოთ და ადრეა იმის თქმა, გამოგვივა თუ არა. ამას ყველა მხრიდან მონდომება დასჭირდება.

მე და ყველა, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა შესაძლო შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, წარმატებას მივაღწევთ. ნამდვილად მჯერა, რომ შეიძლება ვიპოვოთ ეს ჯადოსნური ადგილი“, – განაცხადა ჰარცელმა.